YouVersion လိုဂို
ရွာရန္ အိုင္ကြန္

Numbers 7

7
1იმ დღეს, როდესაც მოსემ დაასრულა კარვის აღმართვა და ზეთი სცხო მას და აკურთხა იგი და მთელი მისი აღჭურვილობა, და საკურთხეველი მთელი მისი აღჭურვილობით, და ზეთი სცხო მას და აკურთხა ისინი, 2მიეახლნენ მას ისრაელიანთა თავკაცები, მათი მამისსახლების თავკაცები, ტომების თავკაცები, რომლებიც ზედამხედველობდნენ აღრიცხვას, 3და მიიტანეს შესაწირავი უფლის წინაშე: 6 მოჩარდახული ურემი და 12 ხარი, თითო ურემი ორი თავკაცისგან და თითო ხარი თითოზე, და წარადგინეს ისინი კარვის წინაშე. 4და უთხრა უფალმა მოსეს: 5„გამოართვი, რათა იყოს ეს საკრებულო კარავის სამუშაოებისათვის. და გადაეცი ისინი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამუშაოს მიხედვით.“ 6აიღო მოსემ ურმები და ხარები, და გადასცა ლევიანებს. 7ორი ურემი და ოთხი ხარი მისცა გერშონიანებს, მათი სამსახურის მიხედვით. 8და ოთხი ურემი და რვა ხარი მისცა მერარიანებს, მათი სამსახურის მიხედვით, აარონ მღვდლის ძის, ითამარის, ზედამხედველობით. 9ხოლო კოჰათიანებს არ მისცა, რადგან მათი სამსახური იყო საწმიდრის ტარება; მხრებით უნდა ეტარებინათ ის.
10და მოიტანეს მსხვერპლი თავკაცებმა სამსხვერპლოს კურთხევისათვის, მისი ცხების დღეს, და წარადგინეს თავკაცებმა თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოს წინ. 11და უთხრა უფალმა მოსეს: „თითო თავკაცმა თითო დღეს შესწიროს თავისი მსხვერპლი სამსხვერპლოს კურთხევისათვის.“
12და პირველ დღეს თავისი მსხვერპლის შემწირველი იყო ნახშონი, ძე ყამინადაბისა, იუდას ტომიდან. 13მისი შესაწირავი იყო: ერთი ვერცხლის თასი, 130 შეკელის წონისა, ვერცხლის ერთი თასი 70 შეკელისა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, 14ათ შეკელიანი ოქროს ერთი სასაკმევლე, საკმევლით სავსე. 15ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 16ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 17და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს შესაწირავი იყო ნახშონისა, ყამინადაბის ძისა.
18მეორე დღეს შესწირა თავისი მსხვერპლი ნეთანელმა, ცუყარის ძემ, ისაქარის თავკაცმა. 19მან შესწირა თავისი შესაწირავი: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის მსხვერპლად, 20ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 21ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 22ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 23და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირავი ნეთანელისა, ცუყარის ძისა.
24მესამე დღეს შესწირა ზებულუნიანთა თავკაცმა, ელიაბმა, ხელონის ძემ; 25მისი შესაწირავი იყო: ერთი ვერცხლის ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის მსხვერპლად, 26ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 27ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 28ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 29და სამადლობელო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიაბის, ხელონის ძისა.
30მეოთხე დღეს შესწირა რეუბენიანთა თავკაცმა ელიცურმა, შედეურის ძემ; 31მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, 32ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 33ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 34ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 35და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირავი ელიცურის, შედეურის ძისა.
36მეხუთე დღეს შესწირა სიმეონიანთა თავკაცმა შელუმიელმა, ცურიშადაის ძემ; 37მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, 38ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 39ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 40ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 41და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი შელუმიელისა, ცურიშადაის ძისა.
42მეექვსე დღეს შესწირა გადიანთა თავკაცმა ელიასაფმა, რეღუელის ძემ; 43მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვენად, 44ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 45ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 46ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 47და სამადლობელო შესაწირავად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიასაფისა, რეღუელის ძისა.
48მეშვიდე დღეს შესწირა ეფრემიანთა თავკაცმა ელიშამაყმა, ყამიჰუდის ძემ. 49მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, 50ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 51ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი, სრულადდასაწველად, 52ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 53და სამადლობელო შესაწირავი იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიშამაყისა, ყამიჰუდის ძისა.
54მერვე დღეს შესწირა მანაშეანთა თავკაცმა, გამალიელმა, ფედაცურის ძემ; 55მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, 56ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე; 57ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 58ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად. 59და მისი სამადლობელო მსხვერპლი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი გამალიელისა, ფედაცურის ძისა.
60მეცხრე დღეს შესწირა ბენიამინიანთა თავკაცმა, აბიდანმა, გედეონის ძემ. 61მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, 62ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 63ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 64ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 65და სამადლობელო მსხვერპლად იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი აბიდანისა, გედეონის ძისა.
66მეათე დღეს შესწირა დანიანთა თავკაცმა ახიყეზერმა, ყამიშადაის ძემ. 67მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, 68ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 69ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 70ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 71და მისი სამადლობელო მსხვერპლი იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირავი ახიყეზერისა, ყამიშადაის ძისა;
72მეთერთმეტე დღეს შესწირა აშერიანთა თავკაცმა, ფაგეყიელმა, ყოქრანის ძემ. 73მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, 74ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 75ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 76ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 77და სამადლობელო მსხვერპლად იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირი ფაგეყიელისა, ყოქრანის ძისა.
78მეთორმეტე დღეს შესწირა ნაფთალიანთა თავკაცმა ახირაყმა, ყენანის ძემ. 79მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, 80ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, 81ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, 82ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, 83და სამადლობელო მსხვერპლი იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ახირაყისა, ყენანის ძისა.
84ეს იყო სამსხვერპლოს განწმედის, მისი ცხების, დღის ძღვენი და შესაწირავი ისრაელის თავკაცთაგან: ვერცხლის 12 ლანგარი, ვერცხლის 12 ფიალა, ოქროს 12 სასაკმევლე; 85თითოეული ლანგარი – 130 შეკელიანი ვერცხლი, თითოეული ფიალა – 70 შეკელიანი ვერცხლი. მთელი ჭურჭლეულობის ვერცხლი – 2 400 შეკელი, საწმიდრის შეკელით. 86ოქროს 12 საკმევლით სავსე სასაკმევლე, თითოეული სასაკმევლე წონით ათი შეკელი, საწმიდრის შეკელით. სასაკმევლეები სულ იყო 120 შეკელის ოქრო. 87სრულადდასაწვევლად სულ იყო 12 მოზვერი ნახირიდან, 12 ვერძი, 12 წელგამოვლილი კრავი და მათი პურეულის ძღვენი, და 12 თიკანი ცოდვის მსხვერპლად. 88სულ იყო სამადლობელო მსხვერპლად 24 მოზვერი ნახირიდან, 60 ვერძი, 60 ვაცი და 60 წელგამოვლილი კრავი. ეს იყო ძღვენი სამსხვერპლოს კურთხევისა მისი ზეთისცხების შემდეგ.
89და როცა მოსე შედიოდა საკრებულო კარავში, რათა ელაპარაკეა უფალთან, მას ესმოდა ხმა, რომელიც ელაპარაკებოდა სჯულის კიდობნის სარქვლიდან, ორი ქერუბიმის შუადან, ასე ელაპარაკა უფალი მოსეს.

လက္ရွိေရြးခ်ယ္ထားမွု

Numbers 7: სბს

အေရာင္မွတ္ခ်က္

မၽွေဝရန္

ကူးယူ

None

မိမိစက္ကိရိယာအားလုံးတြင္ မိမိအေရာင္ခ်ယ္ေသာအရာမ်ားကို သိမ္းဆည္းထားလိုပါသလား။ စာရင္းသြင္းပါ (သို႔) အေကာင့္ဝင္လိုက္ပါ