Numbers 6
6
1და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„განუცხადე ისრაელიანთ და უთხარი: თუ კაცი ან ქალი დადებს მოწმიდარობის აღთქმას, მან თავი წმიდად უნდა მიუძღვნას უფალს; 3ღვინისა და თაფლუჭისაგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინის და თაფლუჭის ძმარი არ იხმაროს, არც ყურძნის წვენი დალიოს, და არ ჭამოს არც ახალი ყურძენი და არც ქიშმიში.#ლკ 1:15. 4მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში არაფერი არ ჭამოს, რაც კეთდება ყურძნისაგან, წიპწიდან ჩენჩომდე.
5თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს სამართებელმა არ გადაიაროს მის თავზე; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა. წმიდაა იგი და თმა მოიზარდოს თავზე.
6უფლის მოწმიდარობის დღეებში მკვდარს არ მიეკაროს. 7თავისი მამის და დედის, ძმისა და დის გამოც არ შეიბილწოს მათი სიკვდილის შემთხვევაში, რადგან მის კისერზეა ღმერთის მოწმიდარობა. 8მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში იგი წმიდაა უფლისათვის.
9თუ ვინმე მოკვდა მასთან უეცრად, და შეიბილწა მან თავისი მოწმიდარობის თმა, უნდა შეიკრიჭოს თავი და როცა ხელახლა განიწმიდება, უნდა შეიკრიჭოს თმა. თმა უნდა შეიკრიჭოს გაუწმიდურებიდან მეშვიდე დღეს, 10მერვე დღეს მიუყვანოს ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მღვდელს საკრებულო კარვის შესასვლელთან. 11და მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს სრულადდასაწველად, და შეუნდობს მას, რაც შესცოდა მკვდართან მიკარებით, და განწმედს მას იმავე დღეს. 12და დაიწყოს მან უფლის მოწმიდარობა ხელახალი ვადით და მიიყვანოს წელგამოვლილი კრავი დანაშაულის მსხვერპლად. და წინა მოწმიდარობის დღეები გაუქმდება, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდარობა.
13ესაა წესი მოწმიდარობისა: მისი მოწმიდარობის დღეთა შესრულებისას იგი უნდა მიიყვანონ საკრებულო კარვის შესასვლელთან, #საქ 21:23,24. 14და მსხვერპლს შესწირავს იგი უფალს: წელგამოვლილ უმანკო მამალ კრავს სრულადდასაწველად, და ერთწლიან უმანკო დედალ კრავს ცოდვის მსხვერპლად, და ერთ უხინჯო ვერძს სამადლობელო მსხვერპლად, 15ერთ კალათა ხორბლის გამტკიცული ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს, ზეთწაცხებულ უფუარ კვერებს, მათ პურეულ ძღვენსა და მათ საღვრელ ძღვენთან ერთად. 16ამას მღვდელი მიიტანს უფლის წინაშე, და შესწირავს მისი ცოდვისათვის და სრულადდასაწველად. 17შესწირავს ვერძს სამადლობელო მსხვერპლად უფლისათვის ერთ კალათა ხმიადებთან ერთად. ასევე მოამზადებს მღვდელი მის პურეულ ძღვენს და საღვრელ ძღვენს. 18და გადაიკრეჭს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თმებს, შემდეგ აიღებს თავის მოწმიდარობის თმებს, და ჩაყრის ცეცხლში, რომელიც სამადლობელო მსხვერპლსა აქვს შენთებული. 19აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს და ერთ უფუარ კვერს კალათიდან და ერთ უფუარ ნამცხვარს და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ რაც გაიკრეჭს ის თავის მოწმიდარობის თმას. 20და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე: სიწმიდეა იგი მღვდლისათვის, შესარხეველ მკერდსა და აღსამართავ ბეჭთან ართად. და შემდეგ შეიძლება დალიოს მოწმიდარმა ღვინო.
21ესაა წესი მოწმიდარისათვის, რომელმაც აღთქმა მისცა უფალს, და მისი მსხვერპლი უფლისადმი თავისი მოწმიდარობისთვის, გარდა იმისა, რაზეც ხელი მიუწვდება. თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა უფალს, ისე გააკეთოს, თავისი მოწმიდარობის წესისამებრ.“
22და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 23„უთხარი აარონსა და მის ძეებს: ასე უნდა აკურთხოთ თქვენ ისრაელიანები და უთხრათ მათ: 24გაკურთხოს შენ უფალმა და დაგიცვას შენ! 25მოგფინოს უფალმა ნათელი თავისი სახისა და შეგიწყალოს შენ! 26მოაქციოს უფალმა თავისი სახე შენსკენ და მოგცეს მშვიდობა!
27ასე აღბეჭდავენ ისინი ჩემს სახელს ისრაელიანებზე – და მე ვაკურთხებ მათ.“
လက္ရွိေရြးခ်ယ္ထားမွု
Numbers 6: სბს
အေရာင္မွတ္ခ်က္
မၽွေဝရန္
ကူးယူ
မိမိစက္ကိရိယာအားလုံးတြင္ မိမိအေရာင္ခ်ယ္ေသာအရာမ်ားကို သိမ္းဆည္းထားလိုပါသလား။ စာရင္းသြင္းပါ (သို႔) အေကာင့္ဝင္လိုက္ပါ
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: