1
1 Corinthians 13:4-5
ბიბლია
სბს
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, სიყვარულს არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ უხეშობს, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს
ႏွိုင္းယွဥ္
1 Corinthians 13:4-5ရွာေဖြေလ့လာလိုက္ပါ။
2
1 Corinthians 13:7
ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.
1 Corinthians 13:7ရွာေဖြေလ့လာလိုက္ပါ။
3
1 Corinthians 13:6
არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს.
1 Corinthians 13:6ရွာေဖြေလ့လာလိုက္ပါ။
4
1 Corinthians 13:13
ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული – ეს სამი. სიყვარული კი უდიდესია მათგან.
1 Corinthians 13:13ရွာေဖြေလ့လာလိုက္ပါ။
5
1 Corinthians 13:8
სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნა განქარდება
1 Corinthians 13:8ရွာေဖြေလ့လာလိုက္ပါ။
6
1 Corinthians 13:1
თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ მოჟღარუნე სპილენძი ვარ, ან ჩხარუნა წინწილა.
1 Corinthians 13:1ရွာေဖြေလ့လာလိုက္ပါ။
7
1 Corinthians 13:2
წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, თუ სიყვარული არა მაქვს, არარაობა ვარ.
1 Corinthians 13:2ရွာေဖြေလ့လာလိုက္ပါ။
8
1 Corinthians 13:3
მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, სიყვარული თუ არ მექნება, არაფერს მარგებს.
1 Corinthians 13:3ရွာေဖြေလ့လာလိုက္ပါ။
9
1 Corinthians 13:11
როდესაც ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვლაპარაკობდი, ბავშვურად ვფიქრობდი, ბავშვურად ვმსჯელობდი, ხოლო როდესაც დავკაცდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე.
1 Corinthians 13:11ရွာေဖြေလ့လာလိုက္ပါ။
ပင္မစာမ်က္ႏွာ
သမၼာက်မ္းစာ
အစီအစဥ္မ်ား
ဗီဒီယိုမ်ား