YouVersion Logo
Search Icon

Matthew 2

2
1როდესაც იშვა იესო იუდას ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, მოვიდნენ იერუსალიმში მოგვები#2:1 მოგვები სწავლული ვარსკვლავთმრიცხველები. აღმოსავლეთიდან და თქვეს: 2„სად არის ებრაელთა მეფე, რომელიც იშვა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.“ 3ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. 4და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარი და ეკითხებოდა მათ: „სად უნდა იშვას ქრისტე?“ 5მათ უთხრეს: „იუდას ბეთლემში. რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6‘და შენ, ბეთლემ, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავარ ქალაქებს შორის; რადგან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს.’“#მიქ 5:2.
7მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი, 8და წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: „წადით, ზუსტად გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და როდესაც იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.“ 9ეს რომ მოისმინეს მეფისგან, წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და არ დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა. 10ვარსკვლავი რომ დაინახეს, ფრიად გაიხარეს. 11და როდესაც სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. 12და რაკი სიზმარში მიიღეს გაფრთხილება – არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13როდესაც ისინი წავიდნენ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.“ 14მაშინ ადგა იოსები და წაიყვანა ყრმა და დედამისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში. 15და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.“#ოს 11:1.
16როდესაც დაინახა, რომ გაწბილებული დარჩა მოგვებისგან, განრისხდა ჰეროდე და მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსი ბეთლემსა და მთელ მის საზღვრებში, იმ დროის მიხედვით, რომელიც მოგვებისგან შეიტყო. 17მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18„ხმა გაისმა რამაში#იერ 31:15., ტირილი და დიდი გოდება, რაქელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, რადგან აღარ არიან ისინი.“
19ხოლო როდესაც ჰეროდე აღესრულა, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში 20და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და მისი დედა და წადი ისრაელის ქვეყანაში, რადგან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდა.“
21ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში. 22მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ იუდაში მისი მამის, ჰეროდეს ნაცვლად მეფობს არქელაოსი, შეეშინდა იქ წასვლა; და სიზმრად მიიღო ბრძანება და წავიდა გალილეის მხარეში. 23და მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა მიერ თქმული, რომ მას ნაზარეველი დაერქმევა. #მრკ 1:24; ლკ 2:39; იო 1:45.

Currently Selected:

Matthew 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy