1 Maccabees 2
2
1იმ ხანად იერუსალიმიდან აღდგა მატათია, ძე იოანესი, ძისა სიმეონ მღვდლისა, იოარიბის ძეთაგან, და მოდეინში დასახლდა. 2ხუთი ძე ჰყავდა მას: იოანე, მეტსახელად გადი, 3სიმონი, მეტსახელად თასი, 4იუდა, მეტსახელად მაკაბელი, 5ელეაზარი, მეტსახელად ავარანი, და იონათანი, მეტსახელად აფუსი. 6და იხილა მკრეხელობანი იუდასა და იერუსალიმში. 7და თქვა: ვაიმე, ნუთუ იმიტომ გავჩნდი, რომ ჩემი ხალხის დაქცევა და წმიდა ქალაქის იავარქმნა მეხილა? ან რას ვუზივარ აქ, როცა ის მტრის ხელში ჩავარდნილა, ხოლო სამსხვერპლო – უცხოთა ხელში? 8და მისი ტაძარი ჩანს, როგორც შეურაცხი კაცი. 9მიუტაცებიათ მისი დიდების სამოსელი, მის ქუჩებში ჩაუხოცავთ მისივე ჩვილნი და მტრის მახვილს განუგმირავს მისი ჭაბუკნი. 10ვის აღარ მიუღია სამკვიდროდ მისი სამეფო და ვის აღარ უგდია ხელთ მისი მონაგარი? 11წარუტაციათ მთელი მისი სამკაული; თავისუფალი იყო და მონად ქცეულა. 12გავერანებულან მისი სიწმიდენი, ჩვენი მშვენება და დიდება წარმართებს წაუბილწავთ. 13რისთვისღა უნდა ვიცოცხლოთ?
14შემოიგლიჯეს მატათიამ და მისმა ვაჟებმა ტანსაცმელი და ჯვალოთი შეიმოსნენ, მწარედ მტირალნი.
15მაშინ მივიდნენ მოდეინში მეფის მოხელენი, რათა აეძულებინათ ხალხი განდგომოდნენ რჯულს და მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. 16და ისრაელიდან ბევრი შეუერთდა მათ, მატათია და მისი ძენი კი ურყევად იდგნენ. 17ამის პასუხად მეფის წარგზავნილებმა მიუგეს და უთხრეს მატათიას: შენა ხარ თავკაცი ამ ქალაქისა, სახელგანთქმული და პატივდებული, ვაჟებითა და ძმებით ძლიერი. 18მაშ, მიდი და პირველმა აღასრულე მეფის ბრძანება, მოიქეცი, როგორც ყველა წარმართი, იუდას ხალხი და იერუსალიმში დარჩენილები, და შენი სახლეულითურთ მეფის მეგობართა შორის შეირაცხები, და მოგეგებათ პატივი შენცა და შენს შვილებსაც ოქრო-ვერცხლითა და ურიცხვი ძღვნით.
19მიუგო მატათიამ და ხმამაღლა თქვა: მეფის მთელი საბრძანებლის ყველა ხალხიც რომ დაემორჩილოს მას, სათითაოდ განუდგეს მამა-პაპისეულ ღვთისმსახურებას და ქედი მოიხაროს მისი ბრძანების წინაშე, 20მე მაინც მამა-პაპისეული აღთქმის ერთგული დავრჩები, ჩემს ვაჟებთან და ძმებთან ერთად. 21ღმერთმა დაგვიფაროს იმისაგან, რომ განვუდგეთ რჯულსა და მცნებებს. 22არ დავემორჩილებით მეფის სიტყვებს, არ გადავუხვევთ ჩვენს ღვთისმსახურებას, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.
23ესა თქვა და ყველას თვალწინ გამოტყვრა ერთი იუდაელი, რათა მეფის ბრძანებისამებრ, მოდეინში აღმართულ ბომონზე მსხვერპლი შეეწირა კერპისათვის. 24ამის დანახვაზე საღვთო შურით აღენთო მატათია და გული აემღვრა, განრისხებული მივარდა მას და ბომონს დააკლა. 25იქვე გააფრთხობინა სული მეფის კაცსაც, მსხვერპლშეწირვას რომ აიძულებდა, და ბომონიც მილეწ-მოლეწა. 26შურით აღენთო რჯულის გამო, როგორც ფინხასი – ზიმრის, შალუმის ძის, წინააღმდეგ.
27და მატათიამ ხმამაღლა შეჰღაღადა ქალაქში: ყველა, ვინც საღვთო შურით აღძრულა რჯულისა და მცნებებისათვის, უკან გამომყვეს! 28და თავის ვაჟებთან ერთად მთას მიაშურა; ქალაქში კი დატოვა მთელი თავისი სარჩო-საბადებელი.
29მაშინ მრავალმა, სიმართლისა და სამართლის ერთგულმა, უდაბნოს შეაფარა თავი, რომ იქ დარჩენილიყო, 30თავის ცოლ-შვილსა და თავის ნახირთან ერთად, რადგანაც ბოროტებამ იმძლავრა მათზე. 31მეფის ხალხსა და ლაშქარს, რომლებიც იერუსალიმში – დავითის ქალაქში იდგნენ, ეუწყა, რომ ზოგიერთმა დაარღვია მეფის ბრძანება და უდაბნოს შეაფარა თავი. 32მრავალნი გამოუდგნენ მათ, წამოეწივნენ, გაქცეულთა პირისპირ განეწყვნენ და შაბათ დღეს გაემზადნენ მათ წინააღმდეგ საომრად. 33და უთხრეს მათ: ვიდრე გვიან არ არის, გამოდით, მეფის ბრძანებას დაემორჩილეთ და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ. 34მაგრამ მათ პასუხად მიუგეს: არც გამოვალთ, არც მეფის ბრძანებას შევასრულებთ და არც შაბათს შევბღალავთ. 35მაშინ სასწრაფოდ გაემზადნენ მათთან საბრძოლველად. 36ლტოლვილებს პასუხიც არ გაუციათ, ქვაც კი არ უსვრიათ მათთვის და არც თავიანთი თავშესაფრის გამაგრება უცდიათ. 37ესღა თქვეს: ყველანი დავიხოცებით ჩვენი სიმართლით; ცა და მიწაა მოწმე, რომ უსამართლოდ გვღუპავთ. 38შაბათ დღეს თავს დაესხნენ მათ და დახოცეს ისინი, მათი ცოლ-შვილი და მათი ნახირი, ათასამდე კაცი.
39ეს რომ მატათიამ და მისმა მეგობრებმა გაიგეს, მდუღარე ცრემლით დაიტირეს ისინი. 40და ერთმანეთს უთხრეს: თუკი ყველანი ისე მოვიქცევით, როგორც ეს ჩვენი ძმები, და ჩვენი სიცოცხლისათვის არ შევებმით წარმართებს, მალე აღგვგვიან მიწის პირისაგან. 41იმ დღეს დაასკვნეს და თქვეს: ვინც კი შაბათ დღეს დაგვესხმის თავს, შევებრძოლებით, რათა ისევე არ ამოვწყდეთ, როგორც ეს ჩვენი ძმები თავიანთ სამალავებში.
42მაშინ შეუერთდა მათ ხასიდების საკრებულო, ისრაელის მხნე მეომრები და რჯულის ერთგულნი. 43ყველა, ვინც გამოექცა უბედურებას, მათ შეუერთდა და მხარში ამოუდგა. 44შეკრიბეს ლაშქარი და თავიანთი მრისხანებით შემუსრეს ცოდვილნი და თავიანთი მძვინვარებით – ურჯულონი; დანარჩენები კი წარმართებთან გაიქცნენ და თავს უშველეს. 45მატათიამ და მისმა მეგობრებმა კი იქაურობა დაიარეს და მიწასთან გაასწორეს ბომონები. 46და ყველა ყრმა, ვინც კი ისრაელში წინადაუცვეთელი ნახეს, წინადაცვითეს იძულებით. 47განდევნეს ქედმაღლობის ძენი და კეთილად წარიმართა საქმე მათ ხელში. 48ასე დაიხსნეს რჯული წარმართთა და მეფის ხელიდან და რქა არ მისცეს ცოდვილს.
49მოაწია მატათიას აღსასრულის დღემ, და უთხრა თავის ვაჟებს: ახლა იმძლავრა ქედმაღლობამ და გმობამ, და დგება ჟამი ნგრევისა და რისხვის მძვინვარებისა. 50მაშ, საღვთო შურით აღენთეთ რჯულისათვის, შვილებო, და თავი დასდეთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმისათვის.
51გაიხსენეთ მამა-პაპათა საქმენი, მათ მიერ თავის დროს აღსრულებულნი, და მოიხვეჭთ საუკუნო სახელსა და წარუვალ პატივს. 52განა განსაცდელში არ გამოჩნდა რწმენა აბრაამისა და მართალ კაცად არ შეირაცხა? 53იოსებმა მძიმე გასაჭირში შეინარჩუნა მცნება და ეგვიპტის მბრძანებელი გახდა. 54საღვთო შურით აღენთო ფინხასი, მამა ჩვენი, და მარადიული მღვდლობის აღთქმა მიიღო. 55იესო სიტყვის აღსრულებისათვის გახდა ისრაელის მსაჯული. 56ქალებს საკრებულოს წინაშე მოწმობისათვის ერგო სამკვიდროდ მიწა. 57დავითს თავისი მოწყალებისათვის წილად ხვდა საუკუნო მეფობის ტახტი. 58ელია საღვთო შურის გამო ცად იქნა აყვანილი. 59ანანიამ, აზარიამ, მისაელმა რწმენით დააღწიეს ცეცხლს თავი. 60დანიელი თავისი უბიწოების წყალობით გადაურჩა ლომების ხახას.
61და ასე, გაიხსენეთ, თაობიდან თაობამდე, რომ ღვთის მოიმედეთაგან მისი შემწეობა არავის მოჰკლებია. 62ნუ შეუკრთებით ცოდვილის სიტყვას, რადგანაც მისი დიდება ნეხვად და მატლად იქცევა. 63დღეს აღზევებულს ხვალ ვეღარ ნახავ, რადგანაც მტვერს მიუბრუნდა და განქარდა მისი ზრახვა. 64თქვენ კი, შვილებო, განმტკიცდით რჯულში და გასალკლდევდით, რადგანაც ამით მოიხვეჭთ პატივს.
65აი, სიმეონი, თქვენი ღვიძლი ძმა: ვიცი, რომ გონიერი კაცია; მთელი თქვენი დღე და მოსწრება ყური უგდეთ მის რჩევას; ის იქნება თქვენი მამა. 66იუდა მაკაბელი სიყრმიდანვე ძალგულოვანი იყო; ის იქნება თქვენი მხედართმთავარი და ხალხთა წინააღმდეგ მებრძოლი. 67შემოიკრიბეთ გარშემო რჯულის ყველა დამცველი და თქვენი ხალხისათვის იძიეთ შური. 68სანაცვლო მიაგეთ წარმართებს და გულისყურით მოეკიდეთ რჯულის მცნებებს.
69მერე აკურთხა ისინი და შეუერთდა თავის წინაპრებს. 70მიიცვალა ასორმოცდამეექვსე წელს და დამარხულ იქნა მოდეინში, თავისი მამა-პაპის სამარხში, და მდუღარე ცრემლით დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა.
Currently Selected:
1 Maccabees 2: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: