YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 13

13
1გუნდის ლოტბარს. დავითისა. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი.“ გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
2უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილთ, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკვათამყოფელი,
3ყველამ უარყო, ერთიანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქმნელი კეთილისა, ერთიც არ არის.
4ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონობის ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, და ღმერთს არ უხმობენ?
5იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.
6თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.
7ოჰ, რომ მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელზე! როცა უფალი შინ დააბრუნებს თავის ხალხს, როგორ გაიხარებს ისრაელი.

Currently Selected:

ფსალმ. 13: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 13