გამ. 32
32
ოქროს ხბო
1და როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: „ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა.“
2და უთხრა მათ აარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები, რომელნიც თქვენს ცოლთა, ძეთა და ასულთა ყურებზეა, და მოიტანეთ ჩემთან.“
3და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურთაგან, და მიუტანეს აარონს.
4და აიღო მათი ხელიდან და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრეთლით, და მათ თქვეს: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან“.
5და როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო მის წინაშე, და თქვა აარონმა: „უფლის დღესასწაულია ხვალ“.
6და ადგნენ დილაადრიანად მეორე დღეს, და მოიტანეს სრულადდასაწველნი, და მიიყვანეს სამშვიდობო მსხვერპლები. და დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. და შემდეგ ადგნენ სალაღობოდ.
მოსეს განრისხება და ლევიანთა ერთგულება
7და უთხრა უფალმა მოსეს: „აბა, ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან.
8მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც მე ვამცნე მათ: გაიკეთეს ჩამოსხმული ხბო და თაყვანი სცეს მას, და შესწირეს მას მსხვერპლი, და თქვეს: ‘ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან’“.
9და უთხრა უფალმა მოსეს: „ვხედავ მე ამ ხალხს და ქედფიცხელი ხალხია იგი.
10ახლა მიმიშვი, რათა აღეგზნოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი, შემდეგ კი გაქცევ შენ დიდ ხალხად“.
11და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით?
12რად უნდა თქვან ეგვიპტელებმა ასე: ‘ბოროტი განზრახვით გამოიყვანა ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირისაგან აღსაგველად?’ გააბრუნე შენი რისხვის აღგზნება და გადაიფიქრე ბოროტება შენი ხალხის მიმართ.
13გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი მათ: ‘გავამრავლებ თქვენს თესლს ცის ვარსკვლავებივით და მთელს ამ ქვეყანას, რომელზეც მე ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ საუკუნოდ.’“
14და გადაიფიქრა უფალმა ბოროტების გაკეთება, რომელზეც თქვა, რომ დაატეხდა თავის ხალხს.
15და მობრუნდა, და ჩავიდა მოსე მთიდან. და ორი ქვის დაფა მოწმობისა ეჭირა ხელში, ორივე მხარეს ნაწერი დაფები: აქეთაც და იქითაც დაწერილი.
16და ეს დაფები ღვთის ნაკეთები იყო, და წარწერაც ღვთის ამოკვეთილი იყო.
17და მოესმა იესოს ხმა მშფოთვარე ხალხისა, და უთხრა მოსეს: „ბრძოლის ხმაა ბანაკში“.
18და უთხრა მოსემ: „არ არის გამარჯვების ყიჟინის ხმა და არც დამარცხების გმინვის ხმაა: ხმა ლხინისა მესმის მე.“
19და როცა მიუახლოვდა ბანაკს და იხილა ხბო და როკვა, აღეგზნო მოსეს რისხვა, და მოისროლა მან ხელიდან დაფები, და დაამსხვრია ისინი მთის ძირას.
20და აიღო ხბო, რომელიც მათ გააკეთეს, და დაწვა ცეცხლში და მტვრად აქცია და მოფანტა წყლის ზედაპირზე და ასვა იგი ისრაელის ძეთ.
21და უთხრა მოსემ აარონს: „რა გაგიკეთა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?“
22და უთხრა აარონმა; „ნუ აღეგზნება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცნობ ამ ხალხს, რომ ბოროტია იგი.
23მითხრეს: ‘გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება წინ, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით რა შეემთხვა.’
24და მე ვუთხარი მათ, ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას, და მე მომცეს-მეთქი. და ჩავაგდე იგი ცეცხლში და გამოვიდა ეს ხბო.“
25და იხილა მოსემ ხალხი, რომ თავაშვებულია იგი, რადგან თავი ააშვებინა მას აარონმა და მასხარად ასაგდები გახდა მტერთა წინაშე.
26და დადგა მოსე ბანაკის ბჭესთან, და თქვა: „ვინც უფლისაა, ჩემსკენ!“ და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27და უთხრა მათ: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘ყველამ თავისი მახვილი შეიბას გვერდზე, გაიარეთ და დაბრუნდით ბჭიდან ბჭემდე, და მოკლას თითოეულმა თავისი ძმა, და თითოეულმა თავისი მეგობარი და თითოეულმა თავისი ნათესავი.’“
28და გააკეთეს ლევის ძეთ მოსეს სიტყვისამებრ და დაეცა ხალხიდან იმ დღეს სამი ათასამდე კაცი:
29და უთხრა მათ მოსემ: „ხელები აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ თქვენ დღეს კურთხევა.“
30და მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: „დიდი ცოდვა ჩაიდინეთ და ახლა ავალ უფალთან, ეგების გამოვისყიდო თქვენი ცოდვა.“
31და გაბრუნდა მოსე უფალთან, და თქვა: „ცოდვა დიდი ჩაიდინა ამ ხალხმა: გაიკეთეს ოქროს ღმერთი.
32და ახლა, თუ შეუნდობ მათ ცოდვას, შეუნდე, და თუ არა, ამომშალე მეც შენი წიგნიდან, შენ რომ დაწერე.“
33და უთხრა უფალმა მოსეს: „ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, მას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34და ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითკენაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. და განკითხვის დღეს დავსჯი მათ მათი ცოდვისათვის“
35და მოსრა უფალმა ხალხი გაკეთებული ხბოსთვის, რომელიც აარონმა გააკეთა.
Currently Selected:
გამ. 32: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: