გამ. 31
31
უფალი ნიშნავს ბეცალელსა და აჰოლიაბს სამუშაოთა შესასრულებლად
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ხურისა, ძისა ურისა, იუდას ტომიდან.
3და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით,
4ოსტატობით რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე მუშაობა.
5მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი ხელოვნება.
6და აჰა, მე მივეცი მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. და მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ:
7საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და თავსარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ჭურჭელი კარვისა.
8და ტაბლა, და მისი ჭურჭელნი და წმიდა სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა.
9და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი.
10და სამსახურებელი შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლის და მის ძეთა შესამოსელნი მღვდლობის გასაწევად.
11და ზეთი და საკმეველი კეთილსურნელებათაგან წმიდისათვის. როგორც მე გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ.“
სამუშაოთა აკრძალვა შაბათს
12და უთხრა უფალმა მოსეს:
13„უთხარი ისრაელის ძეთ ასე: ‘ჩემი შაბათები დაიცავით კარგად, იგი ნიშანია ჩემსა და თქვენს შორის თქვენს თაობებში, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი.
14და დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა ის თქვენთვის: მისი შემბილწველი სიკვდილით მოკვდეს, რადგან ყველა, ვინც გააკეთებს ამ დღეს საქმეს, მოიკვეთება ის სული თვისი ერის წიაღიდან.
15ექვსი დღე აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე, შაბათი, დასვენებაა უფლისა, წმიდაა უფლისათვის. ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს შაბათს, სიკვდილით მოკვდეს.
16და დაიცვან ისრაელის ძეთ შაბათი, რათა იზეიმონ შაბათი მათ თაობებში საუკუნო აღთქმად.
17და ჩემს შორის და ისრაელის ძეთა შორის ნიშანია იგი საუკუნოდ, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, და მეშვიდე დღეს იუქმა და დაისვენა.’“
18და მისცა მან მოსეს, რაჟამს დაასრულა ლაპარაკი მასთან სინაის მთაზე, ორი დაფა მოწმობისა, ქვის დაფები, დაწერილი ღვთის თითით.
Currently Selected:
გამ. 31: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: