გამ. 30
30
ბრძანება საკმევლის სამსხვერპლოზე
1და გააკეთე სამსხვერპლო საკმევლის საკმევად. აკაციის ხეებისგან გააკეთე იგი.
2იყოს მისი სიგრძე წყრთა და წყრთა – მისი სიგანე. ოთხკუთხედი იყოს და ორი წყრთა სიმაღლით. მისგანვე იყოს მისი რქები.
3და მოავარაყე იგი წმიდა ოქროთი, მისი სახურავი და მისი კედლები ირგვლივ, და მისი რქები. და გაუკეთე მას ოქროს გვირგვინი ირგვლივ.
4ორი ოქროს რგოლი გაუკეთე გვირგვინის ქვემოთ, მის ორთავე გვერდზე. და იქნება ისინი კეტების გასაყრელად, რათა ატარონ იგი მისი მეშვეობით.
5და გააკეთე კეტები აკაციის ხეებისაგან და მოავარაყე ისინი ოქროთი.
6და მოათავსე ფარდის წინ, რომელიც მოწმობის კიდობანზეა, თავსარქვლის პირისპირ, რომელიც მოწმობაზეა, სადაც მე გამოგეცხადები შენ.
7და მოაკმევს მასზე აარონი კეთილსურნელების საკმეველს. დილდილობით, კანდელთა დამზადების ჟამს აკმიოს იგი.
8და რაჟამს აანთებს აარონი კანდელებს მწუხრის ჟამს, აკმიოს იგი. ეს მუდმივი საკმეველია უფლის წინაშე თქვენს თაობებში.
9არ მიიტანოთ მასზე რაიმე სხვა საკმეველი, არც სრულადდასაწველი და არც ძღვენი, და საღვრელს ნუ დაღვრით მასზე.
10და შეასრულებს გამოსყიდვას აარონი მის რქებზე წელიწადში ერთხელ. ცოდვის გამოსასყიდი სისხლით წელიწადში ერთხელ გამოისყიდის მასზე თქვენს თაობებში. წმიდათა წმიდაა იგი უფლისათვის.“
გამოსასყიდის დადგენა
საკრებულო კარვის სამსახურისათვის
11და უთხრა უფალმა მოსეს:
12„როცა ჩაატარებ ისრაელის ძეთა საყოველთაო აღრიცხვას მათ დასათვლელად, მაშინ მისცეს თითოეულმა გამოსასყიდი თავისი სულისა უფალს მათი აღრიცხვისას, და არ გაჩნდება მათში ჭირი მათი აღრიცხვისას.
13ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, გაიღოს ნახევარი შეკელი საწმიდარის შეკელისა, რომელიც იწონის ოც გერას: ნახევარშეკელი შესაწირავია უფლისა.
14ყველამ ვინც გაივლის აღრიცხვას, ოცი წლიდან და ზემოთ, მისცეს შესაწირავი უფალს.
15მდიდარმა არ გადაამეტოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს: უნდა მისცეს შესაწირავი უფალს, თქვენს სულთა გამოსასყიდად.
16და აიღე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელის ძეთაგან, და მიეცი ის საკრებულო კარვის სამსახურისათვის. და ეს იქნება ისრაელის ძეთათვის სამახსოვროდ უფლის წინაშე თქვენს სულთა გამოსასყიდად“.
17და უთხრა უფალმა მოსეს:
18„გააკეთე სპილენძის საბანელი და მისი სპილენძის კვარცხლბეკი. და დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხი შიგ წყალი.
19და აარონმა და მისმა ძეებმა დაიბანონ მასში ხელები და ფეხები.
20საკრებულო კარავში შესვლისას დაიბანონ წყლით, რათა არ დაიხოცონ, ანდა, როცა მივლენ სამსხვერპლოსთან მსახურებისთვის, უფლის საცეცხლო შესაწირავის საკმევად.
21და დაიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. და იყოს მათთვის საუკუნო წესად, მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მათ თაობებში“.
22და უთხრა უფალმა მოსეს:
23„აიღე შენთვის საუკეთესო სურნელებანი: სუფთა მური ხუთასი შეკელი და სურნელოვანი დარიჩინი მისი ნახევარი – ორას ორმოცდაათი, და სურნელოვანი ლერწამი – ორას ორმოცდაათი.
24კასია საწმიდრის ხუთასი შეკელისა და ერთი ჰინი ზეთი ზეთისხილისა.
25და გააკეთე მისგან წმიდა ზეთი, ნელსაცხებელი, მენელსაცხებლის ხელოვნებით შეზავებული. წმიდა ზეთი იქნება იგი.
26და სცხე იგი საკრებულო კარავს და მოწმობის კიდობანს,
27და ტაბლას და ყოველ მის ჭურჭელს, და სასანთლეს და ყოველ მის ჭურჭელს, და საკმევლის სამსხვერპლოს,
28და სრულადდასაწველთა სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და საბანელს და მის კვარცხლბეკს.
29და განწმიდე ისინი და ყველა გახდება წმიდათა წმიდა. ვინც მას ხელს შეახებს, განიწმიდება.
30და სცხე აარონსა და მის ძეებს, და განწმიდე ისინი, რათა მღვდლობა გამიწიონ.
31ისრაელის ძეთ კი უთხარი, რომ ეს იქნება ჩემთვის წმიდა საცხებელი ზეთი თქვენს თაობებში.
32ადამიანის სხეულს არ მოეცხოს, და მის მსგავს ნაზავს ნუ გააკეთებთ. წმიდაა იგი, სიწმიდე იყოს თქვენთვის.
33ვინც შეაზავოს მისი მსგავსი და ვინც სცხოს იგი უცხოს, მოიკვეთოს თვისი ერისაგან“.
34და უთხრა უფალმა მოსეს: „აიღე შენთვის სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, ხელბანა. სურნელებანი და წმიდა გუნდრუკი უნდა თანასწორად იყოს.
35და გააკეთე მათგან საკმევლის ნაზავი, ნელსაცხებელი მენელსაცხებლის ხელოვნებით ქმნილი, მარილნარევი, სუფთა, წმიდა.
36და დანაყე წვრილად, და დადე მოწმობის წინ საკრებულო კარავში, სადაც გამოგეცხადები შენ. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის.
37საკმეველს, რომელსაც შენ გააკეთებ ამ ნაზავით, ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. წმიდად გქონდეს იგი შენთან უფლისათვის.
38ვინც გააკეთებს მის მსგავსს საყნოსავად, მოიკვეთოს თვისი ერიდან“.
Currently Selected:
გამ. 30: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: