გამ. 28
28
აარონისა და მის ძეთა დანიშვნა მღვდლებად
1და მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელის ძეთაგან, რათა მღვდლობა გამიწიოს, აარონი და ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, ძენი აარონისა.
2და დაუმზადე წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად.
3და ელაპარაკე ყველა გულბრძენს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აარონს მის საკურთხებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს.
4და აჰა, სამოსელნი, რომელნიც მათ უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, დოლბანდი და სარტყელი. და დაამზადონ სამოსელი აარონს, შენს ძმას, და მის ძეთ, რათა მღვდლობა გამიწიოს.
5და აიღონ ოქრო, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი მატყლი და ბისონი.
6და დაამზადონ ეფოდი ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისა, ოსტატური ნაკეთობით.
7ორი შემკვრელი სამხრე ექნება მას მის ორი-ვე კიდეზე, რათა დამაგრებული იყოს.
8და სარტყელი ეფოდისა, რომელიც მასზეა, იყოს ისეთივე ნაკეთობისა, ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან.
9და აიღე სარდიონის ორი ქვა, და ამოკვეთე მათზე ისრაელის ძეთა სახელები.
10ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმომავლობის მიხედვით.
11ქვაზე ამომკვეთელის ნაკეთობით, საბეჭდავის ტვიფარივით ამოტვიფრე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები. ბუდეები ოქროს მოჭედილობით გააკეთე.
12და მოათავსე ორი ქვა ეფოდის სამხრეებზე – ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები, და აარონმა ატაროს მათი სახელები უფლის წინაშე თავის ორივე მხარზე, მათ სამახსოვროდ.
13და გააკეთე ბუდეები ოქროსაგან.
14ორი ძეწკვი წმიდა ოქროსაგან, გრეხილი გააკეთე ისინი, წნული ნაკეთობით, და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებს.
15და დაამზადე განკითხვის სამკერდული ოსტატური ნაკეთობით. ისეთივე ნაკეთობით დაამზადე, როგორც ეფოდია. ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან დაამზადე იგი.
16ოთხკუთხედი იყოს იგი, ორკეცი, მტკაველი მისი სიგრძე და მტკაველი მისი სიგანე.
17და ჩასვი მასში ჩასასმელი ქვები; ქვების ოთხი მწკრივი: ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა – ერთი მწკრივი.
18და მეორე მწკრივი: ზურმუხტისა, საფირონისა და ალმასისა.
19და მესამე მწკრივი: იაგუნდისა, აქატისა და ამეთვისტოსი.
20და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითისა, სარდიონისა, იასპისა. ოქროს ბუდეში უნდა ჩაისვას ისინი.
21ქვები თორმეტი იყოს ისრაელის ძეთა სახელების მიხედვით. საბეჭდავის ტვიფარივით უნდა იყოს, და თითოეული თავისი სახელით უნდა იყოს თორმეტი ტომისათვის.
22და გააკეთე სამკერდულზე გრეხილი ძეწკვები, წნულად გაკეთებული, წმიდა ოქროთი.
23და გააკეთე სამკერდულზე ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორ კიდეზე.
24და ჩასვი ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
25და ორივე წნულის ორივე კიდე მიამაგრე ორივე ბუდეზე, და მიამაგრე ეფოდის სამხრეებზე, მის წინა მხარეს.
26და გააკეთე ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორივე კიდეზე, მის არშიაზე, რომელიც ეფოდის შიგნითაა.
27და გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვევიდან, მისი წინამხრიდან, მისი შეერთების ადგილთან, ეფოდის სარტყელზე.
28და მიამაგრონ სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იგი იყოს ეფოდის სარტყელზე და არ მოსცილდეს სამკერდული ეფოდს.
29და ატაროს აარონმა ისრაელის ძეთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, თავის გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე.
30და ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი. და იქნება ისინი აარონის გულზე მისი მისვლისას უფლის წინაშე; და ატაროს აარონმა ისრაელის ძეთა სამართალი თავის გულზე უფლის წინაშე მარადის.
31და დაამზადე მოსასხამი ეფოდისათვის მთლად ცისფერი.
32და იყოს ჭრილი მის შუაში თავისათვის. არშია ჰქონდეს მის ჭრილს ირგვლივ, მქსოველის ნაკეთი, ჯავშნის ჭრილივით ჰქონდეს მას, რომ არ გაიხეს.
33და გაუკეთე კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი მის კალთებზე ირგვლივ. და ოქროს ეჟვნები შეაბი მათ შორის, ირგვლივ.
34ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსლის კალთებზე, ირგვლივ.
35და იგი იყოს აარონზე მსახურებისთვის, რათა ისმოდეს მისი ხმა მისი შესვლისას წმიდაში უფლის წინაშე, და მისი გამოსვლისას, რომ არ მოკვდეს.
36და გააკეთე გვირგვინი წმიდა ოქროსი, და ამოკვეთე მასზე საბეჭდავის ტვიფარივით: ‘სიწმიდე უფლისა.’
37და მიამაგრე იგი ცისფერი ზონრით, და იყოს იგი დოლბანდზე, დოლბანდის წინა მხარეს იყოს იგი.
38და იყოს ის აარონის შუბლზე, და იტვირთოს აარონმა ნაკლი შესაწირავთა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელის ძენი, ყოველი მათი წმიდა საბოძვარისთვის, და იყოს იგი მის შუბლზე მუდამ, რათა სასურველი იყოს ისინი უფლის წინაშე.
39და მოქსოვე კვართი ბისონისა, და სარტყელი გაუკეთე, მქარგავის ნაკეთი.
40დაუმზადე აარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი, და თავსამკაულნი გაუკეთე მათ სადიდებლად და დასამშვენებლად.
41და შემოსე მათით აარონი, შენი ძმა, მისი ძენი მასთან ერთად, და სცხე მათ, და აუვსე მათ ხელი, და აკურთხე ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ.
42და დაუმზადე მათ სელის შარვალი, დასაფარავად სხეულის სიშიშვლისა. წელიდან წვივამდე რომ სწვდებოდეს.
43და იქონიონ ისინი აარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლებისას წმიდაში მსახურებისათვის, რათა ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცნენ. ეს საუკუნო წესია მისთვის და მის შთამომავალთათვის მის შემდეგ.
Currently Selected:
გამ. 28: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: