გამ. 26
26
სავანე
1და გააკეთე სავანე გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი გადასაფარებლისაგან. და ქერუბიმები გაუკეთე ოსტატური ნამუშევრით.
2თითოეული გადასაფარებელის სიგრძე იყოს ოცდარვა წყრთა, ხოლო სიგანე თითოეული გადასაფარებლისა – ოთხი წყრთა. ერთი ზომა ყოველი გადასაფარებლისთვის.
3ხუთი გადასაფარებელი იქნება შეერთებული ურთიერთთან და კიდევ ხუთი გადასაფარებელი იქნება შეერთებული ურთიერთთან.
4და გააკეთე ცისფერი მარყუჟი ერთი გადასაფარებლის კიდეზე, რომელიც ბოლოში აერთებს ორივე ნახევარს. და აგრეთვე გააკეთე ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, რომელიც აერთიებს ორივე ნახევარს.
5ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთე იმ გადასაფარებლის კიდეს, რომელიც სხვებს უერთდება. მარყუჟები უნდა შეესაბამებოდნენ ურთიერთს.
6და გააკეთე ორმოცდაათი დუგმა ოქროსი, და შეაერთე გადასაფარებლები ურთიერთთან დუგმებით, და ერთიანი იქნება სავანე.
7და გააკეთე გადასაფარებელი თხისურისგან, სავანის დასაფარად. თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი გააკეთე.
8სიგრძე ერთი გადასაფარებლისა იყოს ოცდაათი წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა: ერთი ზომა იყოს თერთმეტივე გადასაფარებლისათვის.
9და შეაერთე ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე, და ორად მოკეცე მეექვსე გადასაფარებელი კარვის წინ.
10და გააკეთე ორმოცდაათი მარყუჟი ერთი გადასაფარებლის ბოლო კიდეზე შესაერთებლად, და ორმოცდაათი მარყუჟი მეორე გადასაფარებლის კიდეზე მასთან შესაერთებლად.
11და გააკეთე სპილენძის ორმოცდაათი დუგმა და გაუყარე დუგმები მარყუჟებში, და შეაერთე სავანე, და ერთი იქნება.
12და ჩამოშვებული ნამეტი სავანის გადასაფარებლიდან, გადასაფარებლის ნამეტობის ნახევარი, გადაიჭიმოს სავანის უკანა მხარეს.
13და ნამეტი სავანის გადასაფარებლის სიგრძიდან, ერთი წყრთა ერთი მხრიდან, გადაიჭიმოს სავანის გვერდებზე აქეთა და იქითა მხრიდან, მის დასაფარავად.
14და გააკეთე საფარველი კარვისათვის წითელი ვერძის ტყავისა და ზევიდან მაჩვის ტყავისა.
15და გააკეთე ძელები სავანისათვის აკაციის ხისაგან.
16ათი წყრთა იყოს სიგრძე ძელისა და წყრთანახევარი იყოს სიგანე თითოეული ძელისა.
17ორ-ორი რიკი თითოეული ძელისათვის, ერთიმეორეზე მიერთებული. ეგრე გააკეთე სავანის ყოველი ძელისათვის.
18და გააკეთე ძელები სავანისათვის: ოცი ძელი ნეგების მხარისაკენ, სამხრეთისაკენ.
19და ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი გააკეთე ოცი ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი სხვა ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
20და სავანის მეორე გვერდისათვის, ჩრდილოეთის მხარისაკენ – ოცი ძელი.
21და მათი ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ძელის ქვეშ.
22და სავანის უკანა მხარისათვის, დასავლეთით, გააკეთე ექვსი ძელი.
23და ორი ძელი გააკეთე სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
24და იყოს ისინი შეკრული ქვევიდან, და ერთად იყოს შეკრული ზემოთ, ერთ რგოლთან. ასე უნდა იყოს ორთავესათვის: ორივე კუთხისათვის იყოს ისინი.
25და იყოს რვა ძელი და მათი კვარცხლბეკი ვერცხლისა – თექვსმეტი კვარცხლბეკი: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ.
26და გააკეთე ძელაკები აკაციის ხისგან: ხუთი – სავანის ერთი გვერდის ძელებისათვის.
27და ხუთი ძელაკი სავანის მეორე მხარის ძელებისათვის, და ხუთი ძელაკი სავანის უკანა მხარის ძელებისათვის, დასავლეთით.
28და შუა ძელაკი ძელების შუაგულში გასაყრელად – ერთი ბოლოდან მეორემდე.
29და მოავარაყე ძელები ოქროთი, და მათი რგოლები, ძელაკების გასაყრელები გააკეთე ოქროსი, და ძელაკებიც ოქროთი მოავარაყე.
30და ააგე სავანე იმ წესით, რომელიც გიჩვენე მთაზე.
31და გააკეთე ფარდა ცისფერი, და ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისა, და გრეხილი ბისონისა. ოსტატური ნაკეთობით გააკეთონ იგი, ქერუბიმებით.
32და ჩამოკიდე იგი ოქროთი მოპირკეთებულ აკაციის ოთხ სვეტზე, ოქროსი იყოს მათი დუგმები, ვერცხლის ოთხ კვარცხლბეკზე,
33და მიაბნიე ფარდა დუგმებს, და შეიტანე იქ, ფარდის მიღმა, მოწმობის კიდობანი. და ფარდა გამოჰყოფს თქვენთვის წმიდას წმიდათა წმიდისაგან.
34და დაახურე თავსარქვეველი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში.
35და დადგი ტაბლა ფარდის გარეთ და სასანთლე ტაბლის პირისპირ სავანის მხარეს, სამხრეთისაკენ, და დადგი ტაბლა ჩრდილოეთით.
36და გააკეთე ფარდა სავანის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისა, და გრეხილი ბისონისა, მქარგავის ნამუშევარი. და გააკეთე ფარდისათვის ხუთი სვეტი აკაციისა და მოავარაყე ისინი ოქროთი. და მათი დუგმები ოქროსი იყოს; და ჩამოასხი მათთვის სპილენძის ხუთი კვარცხლბეკი.
Currently Selected:
გამ. 26: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: