და გაიარა უფალმა მის წინ და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალებელი და მოწყალე, სულგრძელი და დიდმადლიანი, და ჭეშმარიტი, შემნახავი წყალობისა ათასეულებისათვის, შემნდობი ბრალისა, დანაშაულისა და ცოდვისა. ის დასასჯელს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე.“